ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი 2025 წლის 5 ივნისს გამართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ლიტერატურათმცოდნეობა
- ენათმეცნიერება
- თარგმანი და თარგმანმცოდნეობა
- ისტორია
- ხელოვნებათმცოდნეობა, კულტუროლოგია
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2025 წლის 18 მაისამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, დოქტორანტი ირინა ნოზაძე
ელ. ფოსტა: irina.nozadze@tsu.ge
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.